უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა
იუსტიციის სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შექმნა.
აპლიკაციის მოძებნა და ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია.
აპლიკაცია მარტივია და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას:
შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა;
სოციალურ ქსელებში გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია.
აპლიკაციას აქვს სამენოვანი ინტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული.
აპლიკაცია დამხმარე ხასიათისაა და ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას. „Schengen/EU APP“-ს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე იურიდიული ძალა. აპლიკაცია სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე.
ცნობისთვის, უვიზო მიმოსვლით სარგებლობს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით.