სოფელ ვარდისუბანში 20 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 20 წლის მამაკაცი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩალი იპოვეს.
მათივე თქმით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.