პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ფონდ „იავნანას” ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში 1-ელ მარტს 13:00 საათზე დაიბარეს.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 1-ელ მარტს 13:00 საათზე, დაბარებულია ფონდის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები