„თი-ბი-სი გალერეაში“ ტომ ბელის საჯარო ლექცია გაიმართება
“ანაკლია სითის” მოწვევით საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონისა და „სმარტ სითის” ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ჩამოდიან. ამერიკელი პროფესორი, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტი, Cato Institute-ის მკვლევარი ტომ ბელი და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტი მაიკლ კასტ მილერი თბილისს 28 თებერვალს ეწვევიან და 2 მარტამდე დარჩებიან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ლექცია ხვალ, 28 თებერვალს 18:30 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“ გაიმართება. ლექციის თემაა „მომავლის ქალაქი”.
R