„ქალაქის გულის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

“შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში 27 თებერვალს ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც, კომპანია და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვ. მ ფართობი”,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია შპს „ქალაქის გული” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება.
“კომპანიის ადმინისტრაცია თითოეულ მოვაჭრეს ინდივიდუალურად ხვდება და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება.
ამასთან, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენა უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს და მოვაჭრეებმა მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეძლონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები