„ეს სიტუაცია ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს იწვევს” – იანოშ ჰერმანი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე

იანოშ ჰერმანი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მომხდარი ევროკავშირის შეშფოთებასა და წუხილს იწვევს.
„ევროკავშირმა ამ ძალიან სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, გაავრცელა განცხადება. ნება მიბოძეთ, პირადად მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს სიტუაცია ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს ორ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე, ველოდებით, რომ განხორციელებული იქნება ყველა სხვა ზომა დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ სიტუაციას“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები