წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა 1000 ლარამდე გაიზრდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.
მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
 
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, პირს ჩამოეთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
 
კანონპროექტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მასზე მომხსენებლად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები