სამართალდამცველებმა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაკითხეს
სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტის განცხადებით, ობიექტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს და შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოიღეს.
„სულ 240-მდე ადამიანი არის მომუშავე, თუმცა დაზარალებული ყველა მათგანი არ არის. ჩვენ ეტაპობრივად ვმართავთ მათთან შეხვედრას და არსებულ ვითარებას ვაცნობთ. ჩემს კომპეტენციაში რაც შედის ის არის, რომ ექსპერტების მუშაობის დასრულების შემდეგ, მოხდეს სავაჭრო ცენტრის აღდგენა, ხოლო ის პირები, ვისაც საქონელი არ დაუზიანა ხანძარმა, გადანაწილდნენ გვერდზე სავაჭრო ობიექტში“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტმა.