გლდანის მესამე მიკრორაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
თავდასხმის დროს ბანკში თანამშრომლები და 20-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ნიღაბი ეკეთა.
“კვირას”აღნიშნული ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.