რუსეთმა აღმოსავლეთ ღუტაში „ჰუმანიტარული პაუზის“ ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, სირიელი ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე (აღმოსავლეთ ღუტაში), სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, „ჰუმანიტარული პაუზა“ ამოქმედდება, რომლის მიხედვით, შეწყდება ყველანაირი საბრძოლო ქმედება და ამბოხებულების ტერიტორიიდან, სპეციალურად მოწყობილი 5-საათიანი „ჰუმანიტარული კორიდორის“ დახმარებით, ალყაშემორტყმული მოსახლეობის გამოყვანა მოხდება. ინფორმაციას „Foxnews“ -ი ავრცელებს.
„Syrian Observatory for Human Rights“-ის წარმომადგენლების განცხადებით, „ჰუმანიტარული პაუზის“ გამოცხადების შემდეგ, სამშაბათს, აღმოსავლეთ ღუტაში ძალადობის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
მომხდარ ფაქტს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ „ჰუმანიტარული კორიდორის“ სრულად ამუშავებისთვის, საჭიროა სწორად დაგეგმვა, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის თანხმობით უნდა დადგინდეს.