ანგელა მერკელის პარტიამ ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა
ბრიტანული გამოცემა „businessinsider“-ის ინფორმაციით, ანგელა მერკელის პარტიამ, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციას მხარი დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრა ბერლინში გაიმართა, სადაც მონაწილეობა 1000-მა დელეგატმა მიიღო, რომელთგან 27-მა, კოალიციურ ერთიანობას მხარი არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელმა მინისტრთა კანდიდატურაზე, კანდიდატები უკვე წარადგინა.
გერმანიაში არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართა, სადაც ანგელა მერკელის პარტიამ საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მიიღო და იძულებული გახდა, სხვა პარტიებთნ ეთანამშრომლა.