კონგოში ანტი-სამთავრობო პროტესტის დროს 4 ადამიანი მოკლეს

კონგოში ანტი-სამთავრობო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა 4 ადამიანი მოკლეს, სროლის შედეგად კი, აქციის რამდენიმე მონაწილე მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews” ავრცელებს.
ანტი-სამთავრობო პროტესტი პრეზიდენტ ჯოსეფ კაბილას მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საეკლესიო ორგანიზაციები, ხანგრძლივი არჩევნების წინააღმდეგ, დემონსტრაციებს მართავენ.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, კონგოში საპროტესტო აქციის დროს, 47 ადამიანი დაშავდა, 100-ზე მეტი კი დააკავეს.
საერთაშორისო საზოგადოებამ, კონგოს უსაფრთხოების ძალები, საპროტესტო აქციების მიმართ, ძალადობრივი დარღვევების გამო გააკრიტიკა.
პრეზიდენტ ჯოსეფ კაბილას თანამდებობა 2016 წლის დეკემბერში უნდა დაეტოვებინა, თუმცა, არჩევნები გადაიდო და ის დღემდე კონგოს მმართველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები