არჩილ ტატუნაშვილის დედა: გარდაცვლილი შვილი ქუჩაში უნდა ვიტირო?!

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტეს.
ოჯახი ოკუპირებული ტერიტორიიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვს.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ცხედრის გადმოსვენებამდე არ დაიშლებიან.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი.
“ჩემი მკვდარი შვილი დამიბრუნონ, მთავრობას თუ არ შეუძლია, პატრიარქი მაინც დაგვეხმაროს. ტანსაცმელს, სურათებს დავტირი. ცხედარი მაინც დამიბრუნონ. გარდაცვლილი შვილი ქუჩაში უნდა ვიტირო?!” – აღნიშნა არჩილ ტატუნაშვილის დედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები