გერმანიაში პრინცი სასტუმროს სახურავიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა

გერმანიაში პრინცი კარლოს ფონ გოგენცოლერნი, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. 39 წლის პრინცი ფრანკფურტში, 21-სართულიანი სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ სახურავიდან გადმოვარდა.
რატომ იმყოფებოდა ის ფრანკფურტში და კონკრეტულად ამ სასტუმროში, ამ დროისთვის უცნობია. სამართალდამცველები მომხდარის მიზეზებს ადგენენ.
როგორც გერმანული მედია იუწყება, 2014 წელს გოგენცოლერნი არარსებული საინვესტიციო ფონდებით თაღლითობისთვის გაასამართლეს. ზოგიერთი მონაცემებით, მისი მაქინაციებიდან ზიანი 8,8 მილიონ ევროს წარმოადგენს. პრინცის პატიმრობის ვადა ივლისში იწურებოდა, თუმცა 23 თებერვალს ის ცოტა ხნით გამოუშვეს, რის შემდეგაც, ფრანკფურტში გაემგზავრა.
გოგენცოლერნი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული გერმანული დინასტიაა, რომლის შესახებ ცნობები პირველად 1061 წელს გვხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები