ქავთარაძის ქუჩაზე, მანქანაში ნარკოტიკები იპოვეს – დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებები ამოიღეს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა მისი თანდასწრებით ჩატარდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260 -ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები