ნებართვის გარეშე ტაქსით მგზავრის გადამყვანი მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
„საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით. ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები