“ჰერალდიკის საბჭო“ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გაეცნონ სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესებს
“ჰერალდიკის საბჭო“ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გაეცნონ სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესებს.
„რადგან გახშირდა სახელმწიფო სიმბოლოების და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოების არასათანადო პატივით მოპყრობა, კიდევ ერთხელ გთხოვთ გაეცნოთ სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესებს, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისოდ დამკვიდრებული უზოგადესი ნორმების საფუძველზე. ამისათვის მიმართეთ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვებ-გვერდზე არსებულ ბმულს: http://heraldika.ge/uploads/gamosaxvis_wesebi.pdf
სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლური გამოხატულებებია და ისინი გაიგივებულია სამშობლოსთან, რომლის დაცვასაც შეეწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქე.
დღეს საქართველოს შეუძლია იამაყოს გმირებით, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს და საქართველოს დროშა არ შეურაცხყვეს, მით უფრო გვმართებს ჩვენ მოქალაქეებს ყოველდღიურ პირობებში ამ სიმბოლოების პატივისცემა“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.