გიორგი სიგუა: „GEM FEST“ -ისთვის ტერიტორია რომ არ დაგვითმონ, ფესტივალს აფხაზეთში ჩავატარებთ

„GEM FEST“ -ის დამფუძნებელი გიორგი სიგუას განცხადებით, 9-12 აგვისტოს, განმუხურში ფესტივალი უნდა გაიმართოს.
თუმცა, როგორც სიგუა აცხადებს, თუ ხელისუფლება მას ფესტივალის გამართვის უფლებას არ მისცემს, მაშინ ის ღონისძიების ჩატარებას აფხაზეთში გეგმავს.
„რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.
1 ჩატარდება GEM FEST? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.
2 როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ -ნაწილ გამოცხადებას.
3 მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგ-ზოგიერთები). მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე.
4 მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზამთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ.
5 როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ, როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.
6 თუ კიდევ რამე გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ“ – წერს გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები