„სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მრავალი ქვეყნისთვის რეგიონის გარეთ“

სამიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ სხვა მრავალი ქვეყნისთვის ჩვენს რეგიონის გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტზე ისაუბრებს იმ თანამშრომლობაზე, რომელიც შედგა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის.
“მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მივესალმო ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებს, მათ თანმხლებ დელეგაციებს, ყველას ვინც დღევანდელ სამიტში მონაწილეობდა. ეს სამიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ სხვა მრავალი ქვეყნისთვის ჩვენს რეგიონს გარეთ, მრავალი მილიონი ადამიანისთვის, რომელიც ამ სამიტის სიკეთეებით ისარგებლებს. მინდა მადლობა ვუთხრა თურქეთის პრეზიდენტს იმისთვის, რომ ასეთი სამიტის საფუძვლის ჩაყრის იდეა წარმოიქმნა. მადლობა ილჰამ ალიევს, რომელმაც თავის მხარდაჭერას და სამიტის მომავალ რეგულარობას გაუსვა ხაზი. სამიტზე ჩვენ ვსაუბრობდით იმ თანამშრომლობაზე, რომელიც შედგა ჩვენ სამ ქვეყანას შორის. ეს ისტორიული თანამშრომლობაა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რეგიონის ეკონომიკაზე, სტაბილურობაზე, გავლენას ახდენს ათობით მილიონ ადამიანზე როგორც აზიაში, ასევე ევროპაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის, კეთილმეზობლობის გათვალისწინების შედეგად სარგებლობს ამ თანამშრომლობის შედეგებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, სამიტზე ისაუბრეს პროექტებზე, რომელიც დაწყებულია და აერთებს კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზებს ერთმანეთთან. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების გარღმავება, შორს მიმართვა და კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა რეალურად უზრუნველყოფს სტაბულურობას ჩვენს რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები