კალაძე: სამიტზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განვიხილეთ

“თბილისის სამიტი 2014”-ზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განვიხილეთ, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მიმართულებაზეც ისაუბრეს.
“საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე როგორიც არის ყარსი-ახალქალაქი-შაჰდენიზის მეორე ფაზა. ასევე, საუბარი იყო სამომავლო პროექტებზე. მოგეხსენებათ, საქართველოს მიმართულებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში, ძალიან დიდია ინტერესი. ამ მიმართულებით ბევრი უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული და ბევრია თურქული ინვესტიციები ქვეყანაში. იყო საუბარი სამომავლო თანამშრომლობაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე და ჩვენი ქვეყნების მეტად დამეგობრებაზე, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველო ძალიან დიდ როლს ვთამაშობთ რეგიონში ადგილმდებარეობით”, – განაცადა კახა კალაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, “თბილისის სამიტი 2014”-ის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები