საერთაშორისო მედია მოლდავეთში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას

“Associated Press”, “The Washington Post”-ი და “New York Times”-ი მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურებიან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოლდავეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად გაუძღვება.

“Associated Press”-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე სამი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში რუსული აგრესია შეშფოთების მიზეზად რჩება. მისივე ცნობით, კონფერენციაზე, რომელსაც საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა უხელმძღვანელებენ, მსჯელობის მთავარი თემა „ევროპასთან ინტეგრაციის საერთო მისწრაფებები და რეგიონული უსაფრთხოება” იქნება. ასევე, აღნიშნულია, რომ „სამივე ქვეყანა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას”.

“Associated Press”-ზე დაყრდნობით, კიშინიოვში 2 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურებიან “The Washington Post”-ი და “New York Times” -ი.

საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები” 2 მარტს, კიშინიოვში გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები