თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი: დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტოფარეხიდან

„ანა ნაცვლიშვილის ცხედარს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“ – ამის შესახებ ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.

“ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტოფარეხიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა – ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო”, – განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები