ესტონეთი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს

დღეს, 24 თებერვალს, ესტონეთი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს. სახელმწიფო დღესასწაულის აღსანიშნავად, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება, დედაქალაქ ტალინში კი საზეიმო აღლუმი გაიმართება. აღლუმში მონაწილეობას 12 ქვეყნის 1000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს, ასევე, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ტალინში დღესასწაული დროშის აღმართვის ცერემონიალით დაიწყება და მოსახლეობას სიტყვით პარლამენტის სპიკერი მიმართავს.

1918 წლის 24 თებერვალს ესტონეთის ხსნის კომიტეტმა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლითაც დამოუკიდებელი და დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები