თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე ახალგაზრდა გოგოს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე ახალგაზრდა გოგო კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.
საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები