მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წაბლის, ცაცხვის, წიფლის, მურყანისა და ნაძვის სახეობის 179 ერთეული  მრგვალი  მორი აღმოაჩინეს, რომლებიც, მიღება-ჩაბარების ოქმით, მორები მარტვილის მერის წარმომადგენელს მიბარდა.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 11 727 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

22 თებერვალს,  მერის წარმომადგენელმა 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის მოპარვის შესახებ,  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, მარტვილის რაიონულ სამმართველოს შეატყობინა. პოლიციის სამმართველოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი დაადგინეს და მოპარული წიწვოვანი სახეობის მორები ამოიღეს. მოქალაქემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ფაქტზე გამოძიება, სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები