ბრალდებულებმა 26 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, კახეთში პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს – დანაშაული გახსნილია (ვიდეო)

სამართალდამცველებმა გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგინდა, რომ დაკავებულებმა, 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები