ავლაბრის რეზიდენციაში სამი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის, ილჰამ ალიევისა და აბდულა გიულის შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, დღესვე გიორგი მარგველაშვილის სახელით ავლაბრის რეზიდენციაში სტუმარი პრეზიდენტებისთვის სადილი გაიმართება, რომლის შემდეგ სამი ქვეყნის პირველი პირები ისევ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. უფრო კონკრეტულად, 15:00 საათზე ამავე სასახლეში პირისპირ შეხვედრას ჯერ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები გამართავენ, შემდეგ კი ილჰამ ალიევს გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. რაც შეეხება აბდულა გიულის, საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას ხვალისთვის გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები