ბან კი მუნი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში მედიატორის როლს შეასრულებს
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მზად არის უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში მედიატორის როლი შეასრულოს, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა აბუ დაბიშმა AFP-სთან საუბრისას განაცხადა.
“ჩემი შუამავლობის საკითხი ყველა მხარესთან – უკრაინის ხელისუფლებასთან, რუსეთის ლიდერებთან, ევროკავშირთან და ამერიკასთან განვიხილე. მოვუწოდებთ ოთხივე მხარეს, უკრაინაში შექმნილი პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ბან კი მუნმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ძალადობის გამოვლენის გამო და მხარეებს ჟენევის მოლაპარაკებების შესრულებისკენ მოუწოდა. “დაჟინებით მოვუწოდებ ყველა მხარეს ჟენევაში კიდევ ერთი შეხვედრის გამართვისკენ, რათა განიხილონ – რატომ ვერ შესრულდა ჟენევის შეთანხმება და რატომ მიმართავენ მხარეები კვლავ ძალადობას”, – აღნიშნა ბან კი მუნმა.