ადვოკატი: მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს

თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს კერძო ადვოკატი დაიცავს და ის ოჯახის ახლობელია, – ამის შესახებ „კვირას“ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ინტერესების დამცველმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იგი ბრალდებულს არ შეხვედრია და არც საქმის მასალებს გასცნობია.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვეულებრივი ნორმალური ოჯახის შვილია და ახლობლები მომხდარით შოკირებულები არიან.
„ჯერ უნდა შევხვდე ბრალდებულს. ამ დროისთვის ორდენიც არ მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ იგი მომხდარ დანაშაულს იბრალებს. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში“, – განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები