აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, აშშ არ გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს უკრაინაში ვითარების ესკალაციას.
“რუსეთს უკრაინა სულ უფრო ძვირი დაუჯდება. ჩვენ საკმარისი საშუალებები გვაქვს ამისთვის, მათ შორის სექტორული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი ჯარნიმ.
მისივე თქმით, როგორც კი რუსეთი მიმართავს ქმედებებს, რომელსაც აშშ და მისი პარტნიორები დესტაბილიზაციად მიიჩნევენ, აშშ გამოიყენებს ამ საშუალებებს და რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები