“ორგანიზაცია GRASS-ის პროექტმა (FactCkeck) იუსტიციის მინისტრის განცხადებაში „ტყუილი” დიდხანს უშედეგოდ ეძება”

მიმდინარე წლის 23 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის პროექტმა (FactCkeck), თეა წულუკიანის მიერ 2017 წლის 20 დეკემბრის საკომიტეტო მოსმენაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს  მიმართა, რომელიც საქალაქო სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობების დაკმაყოფილების რიცხვს შეეხებოდა.

პროექტის FactCkeck იდეა ეკუთვნის GRASS-ის ყოფილ დირექტორსა და 2016 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით საქართველოს პარლამენტში არჩეულ დეპუტატს – სერგი კაპანაძეს  (იხილეთ:)

როგორც GRASS-ის სამინისტროსადმი წერილში იყო ნათქვამი, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად მათ აღმოაჩინეს, რომ „თეა წულუკიანის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს” და კვლევის ავტორი ითხოვდა წყაროს დასახელებას, თუ საიდან იხელმძღვანელა მინისტრმა და რა მონაცემებს დაეყრდნო იგი განცხადების გაკეთებისას. 24 იანვარს კვლევის ავტორს გაეგზავნა შემდეგი პასუხი:

„იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული ნებისმიერი ოფიციალური განცხადება ყოველთვის ეყრდნობა ოფიციალურ წყაროს და მას საფუძვლად უდევს  ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. 2017 წლის 20 დეკემბრის საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის მიერ მოყვანილი მონაცემები მთლიანად აღებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდიდან. დოკუმენტი სათაურით: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიში. 2013 ივნისი – 2017 მაისი” დევს შემდეგ ბმულზე: ამავე გვერდზე წარმოდგენილია დიაგრამა:

კერძოდ, მინისტრის  განცხადების ტექსტი − „2009-2012 წლებში მხოლოდ 3 სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლემ უარი უთხრა პროკურატურას, რომ ადამიანი გაეგზავნა წინასწარ პატიმრობაში. მხოლოდ 2016 წელს, ერთ წელიწადში მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა 174 საქმეზე არ დააკმაყოფილა” − სრულად და სიტყვა-სიტყვით იმეორებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ოფიციალური წყაროს, მონაცემებს: „2009-2012 წლებში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მხოლოდ 3 შემთხვევაში, მხოლოდ 2016 წელს პროკურატურას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა 174-ჯერ, რამაც, ჯამში, 98%-ანი განსხვავება შეადგინა”. წერილს თან დაერთო მინისტრის განცხადების ბმულიც.

“ამის შემდეგ „FactCheck”-მა სამინისტროში იკითხა, თუ რატომ განსხვავდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები სასამართლოების მიერ წარმოებული სხვა სტატისტიკური მონაცემებისგან. ცხადია, ამ კითხვაზე პასუხს იუსტიციის სამინისტრო ვერ გასცემდა.

2018 წლის 24 იანვრიდან 22 თებერვლამდე GRASS-ის პროექტის (FactCkeck) კვლევა იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით არ გამოქვეყნებულა, ვინაიდან თეა წულუკიანის სიტყვებში „ტყუილი” ვერ მოინახა.

თუმცა, 2018 წლის 19 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასის” პროექტმა (FactCkeck) ისევ მომართა იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს წერილით, რომელშიც გარკვეული იმედგაცრუება იკითხებოდა: „როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშიდან ჩანს, ნახსენები სტატისტიკა ასახავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებს და არა საქართველოს რაიონული სასამართლოებისას, რაც თეა წულუკიანს განცხადებაში არ დაუკონკრეტებია”  და ამის გამო, თურმე, თეა წულუკიანის განცხადება არასწორია.

ერთი თვე დასჭირდა არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის პროექტს (FactCkeck) იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული პასუხის შემდეგ იმისათვის, რომ თეა წულუკიანის განცხადების „არასწორად” გამოცხადებისთვის საჭირო საბაბი მოეძებნა.

ცხადია, ზემომოყვანილი საბაბი თეა წულუკიანის განცხადების სისწორეში ეჭვის შესატანად არ გამოდგება, მაგრამ ნამდვილად გამოდგება იმის დასტურად, რომ ორგანიზაციის პოლიტიკური მიზანი იყო არა სიმართლის დადგენა, არამედ იუსტიციის მინისტრის თაობაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელება”,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები