თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, 23 თებერვალს, სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჭირნახულის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის, რიყის ტერიტორიის და მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ბერიაშვილის, პაატა სააკაძის, ხრამჰესის და ასპინძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის და ამაღლების ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები