თემქაზე გოგოს მკვლელობა ყოფილმა შეყვარებულმა აღიარა

თემქაზე 21 წლის გოგოს, ანა ნაცვლიშვილის სავარაუდო მკვლელი დადგენილია. ის მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც მკვლელობა აღიარა. imedinews-ის ინფორმაციით, ბიჭი დაკავებულია.

შსს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგს უახლოეს საათში დანიშნავს.

თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული.

არაოფიციალური ინფორმაციით, გოგოს უცნობმა პირმა დაურეკა, კორპუსის ეზოში ჩასვლა სთხოვა და მოგვიანებით უკვე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები