იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი, მხარი არ დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა: ირაკლი შავაძემ, მიხეილ ბებიაშვილმა, ცისანა სირბილაძემ, კობა გოცირიძემ, ეკატერინე პართენაშვილმა და დავით კეკენაძემ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა.
საბჭომ კანდიდატების შერჩევისას ორი მთავარი კრიტერიუმი გაითვალისწინა – კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. უვადოდ გამწესებისთვის, კანდიდატს საბჭოს 15 წევრიდან, მინიმუმ 10-მა უნდა დაუჭიროს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები