“2017 წელს სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არანაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა”

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს სარეკლამო ბაზრის ანალიზის შედეგები წარმოადგინა. ანალიზი ციფრებით ადასტურებს, რომ 2017 წელს სარეკლამო ბაზარი არა თუ შემცირდა, არამედ  3 მილიონით გაიზარდა.

„ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესწავლის მიზნით, კომისიამ,  რეკლამის დამკვეთი მთელი რიგი კომპანიებიდან გაწეული სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ხოლო ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მათ მიერ გაყიდული  სარეკლამო დროიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კომპანიების ჭრილში. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სარეკლამო სააგენტოები რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი თანხის 27% იტოვებდნენ,  ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს თანხა 33%-ს აღწევდა.

ამ და სხვა კომპანიებიდან რეკლამაში გადახდილი  თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა. 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოების მომსახურების განაკვეთი  5-7 % პროცენტამდე მერყეობდა. ხოლო იმ სტრუქტურით, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, გარდა აღნიშნული  7%-ისა, დამატებით სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების  არანაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა. შესაბამისად, შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, რომ არა 2017 წელს სარეკლამო დროის გაყიდვის მოდელის  შეცვლა და მისი არაბუნებრივად გადანაწილება ტელეკომპანიები ნაცვლად მიღებული 60, 127, 900 მილიონი ლარისა 75,159,875 მილიონ ლარს მიიღებდნენ.

“15,031,975 მილიონი ლარი, რომელიც უნდა მიეღოთ ტელევიზიებს,  მაგრამ ვერ მიიღეს და დარჩა ტელევიზიებს მიღმა, სწორედ იმ ახალი გაყიდვების სტრუქტურით არის გამოწვეული, რაც კომპანიებმა 2017 წელს შექმნეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან  აღნიშნული სისტემით რეკლამის გაყიდვაზე, თავადვე თქვეს უარი და დღეს იგივე სისტემა აღარ მოქმედებს“,- აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები