ევროკავშირმა რუსეთზე და ირანზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს -ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირს მოუწოდებს, რომ რუსეთზე და ირანზე ზეწოლა გააძლიეროს. ინფორმაციას „foxnews.com“ ავრცელებს.
მერკელის განცხადებით, სირიაში ბოლო დროს განხორციელებული აფეთქებების შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა, „რეჟიმი ტერორისტების მაგივრად საკუთარ ხალხს ებრძვის, კლავს ბავშვებს, ანადგურებს საავადმყოფოებს, მასობრივი მკვლელობები უნდა დაიგმოს“.
როგორც მერკელმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, „ასადის რეჟიმთან ერთად, „ირანსა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, რადგან სირიის სამთავრობო ძალებს ორივე მხარს უჭერს“. მისი განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუს კოლეგასთნ პირდაპირ საუბარს გეგმავს, რომ „ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ასე მოიქცნენ“, – განაცხადა მერკელმა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს მსგავს მასობრივ მკვლელობებს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები