ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. იგი საგამოძიებო უწყებაში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში დაიბარეს. როგორც “კვირას” “ბადაგონიდან” აცნობეს, ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაც „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე მოხდა. საჩივრის მიხედვით, კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის და 100%-იანი წილის მფლობელის, ვლადიმერ ჯანჯღავას ქონება მიისაკუთრა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეზე გამოძიება 18 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები