„რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში აღმოჩენილ ჩამწერ მოწყობილობებთან დაკავშირებით გამოძიება დროულად უნდა მოხდეს.
„საქართველოს მთავრობა, ისე როგორც არასდროს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს მობილური და დაიწყოს გამოძიება, რადგან გაჩნდა კითხვის ნიშანი და ეს კითხვის ნიშანი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს კიდევ უფრო გააღრმავებს დაპირისპირებას ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ დროულად უნდა დაიწყოს გამოძიება და დადასტურდეს ყველაფერი, რაც ამ ვიდეოთვალთვალის ფაქტს უკავშირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამ ეტაპზე ამაზე მნიშვნელოვანი თემა ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენილია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის საუბრებია აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები