გოგიჩაიშვილი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“: დღევანდელი გადაწყვეტილებით, სარეკლამო ბაზართან მიმართებაში, გაუარესება არ მოხდება

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, სარეკლამო ბაზართან მიმართებაში გაუარესება არ მოხდება , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით, კანონპროექტზე მხარდაჭერისას, მთავარი არგუმენტი არის გაძლიერებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

„დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ჩვენი მთავარი არგუმენტია, გაძლიერებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” და ის პროცესები, რაც მიმდინარეობს დადებითი კუთხით, გახდეს შეუქცევადი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ძლიერი პროგრამებით და ეროვნული თემატიკით და ისეთ საკითხებზე მსჯელობით, რომლებიც სხვა არხებზე სისტემატურად არ გადის. ჩვენ ბევრ აზრს მოვუსმინეთ და ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, სარეკლამო ბაზართან მიმართებაში გაუარესება არ მოხდება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები