ჯაფარიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამ ეტაპზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონში, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ჯაფარიძის ქუჩაზე, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შედეგად, 2205  კვ.მ ფართობის გზა განახლდება.

გზის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 145 766 ლარი გამოიყო. პროექტს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები