დმანისში RMG-ის საწარმოო უბნის მოედნების გაფართოების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში, 20 თებერვალს, RMG-ის არსებული საწარმოო უბნის მოედნების გაფართოების პროექტის გზშ-ს დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
RMG Gold-ის არსებული საწარმოო უბნის მოედნების გაფართოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვაზე, კომპანიამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც ეხება თეთრიწყაროს რაიონში კომპანიის საბადოდან მოპოვებული მადნების გადამუშავების საკითხს RMG Gold-ის ტერიტორიაზე.

​როგორც საჯარო განხილვაზე კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს შემარბილებელი ღონისძიებების სრულ პაკეტს, რათა საწარმოო პროცესი სამომავლოდ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით წარიმართოს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიამ, საჯარო განხილვამდე, კანონმდებლობის შესაბამისად, 50 დღით ადრე საზოგადოებისათვის ღიად და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ტექნოლოგიური ციკლის შესახებ ინფორმაცია, გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები და კვლევების შედეგები.
​როგორც RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი აცხადებს, კომპანია RMG-ი, თავისი გაცხადებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, უშუალოდ ამ დოკუმენტთან დაკავშირებული ყველა საქმიანი შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინებაზე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 20 თებერვალს საჯარო განხილვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, პოლიტიკური პარტიისა და მედიის წარმომადგენები დაესწრნენ. ასევე განხილვაზე იმყოფებოდნენ დაინტერესებული პირები და ადგილობრივები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები