„ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“

კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა განაცხადა, რომელმაც ეთერში ტელეკომპანიის ჟურნალისტების სახელით განცხადება წაიკითხა.

ჟურნალისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

“ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის “ომეგა” ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია “ომეგა” დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.

ტელეკომპანია “იბერია” არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები”, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები