მიხეილ ჩხენკელი: სკოლაში დასაქმებულების ხელფასი უნდა გაიზარდოს

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის, პედაგოგის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს.

კითხვაზე, რას უპასუხებდით იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არასამართლიანია მხოლოდ მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის მასწავლებლებმა შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ამით ხდება მათი წახალისება.

„ყველას აქვს შანსი, გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ხელფასების მატება შეეხო წამყვან და მენტორ მასწავლებლებს. გვინდა, წავახალისოთ მასწავლებელი, რომ გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, აიმაღლოს კვალიფიკაცია. შესაბამისად მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. ზოგადად მასწავლებლების ანაზღაურების საკითხი საკმაოდ სერიოზული თემაა. ჩემ პირად აზრს მოგახსენებთ, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი. ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს საკმაოდ მოკლე ვადებში. ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს, ამაში ცალსახად დავაფიქსირებ ჩემს აზრს. რაც შეეხება ტექნიკურ პერსონალს, საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვთ და საკმაოდ რთულია როგორც პედაგოგის, ასევე ტექნიკური პერსონალის მოღვაწეობა სკოლაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის – პედაგოგის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები