თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, ბერაძის და კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს; 13:30-დან 16:00 საათამდე – პეკინის გამზირის, კოსტავასა და ბახტრიონის ქუჩებს; 11:00-დან 15:00 საათამდე – დიღმის მასივის I კვარტალს, აკაკი ბაქრაძის და ჩაჩავას ქუჩებს; 12:00-დან 12:30 საათამდე კი – სოფელ გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, ქერჩის და ღების ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები