ისნის გამგეობა “რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტს დეზინფორმაციას უწოდებს

ისნის გამგეობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტს დეზინფორმაციას უწოდებს.
საუბარია, ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც საუბარი იყო ისნის გამგეობის მიერ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტაზე.
“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ისნის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე მისამართზე ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი.
გაცნობებთ, რომ ჰოლბრუკის ქუჩა N6-ში ცხოვრობს უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობა, რომელთაც კერძო კომპანია „თელასმა“ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის აბონენტად დარეგისტრირება მოსთხოვა.
შესაბამის პროცედურებზე უარის თქმის მიზეზით, კომპანია „თელასმა“ მოსახლეობას დენის მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ოჯახებმა დახმარებისთვის დღეს ისნის რაიონის გამგეობას მიმართეს.
„თელასის“ წარმომადგენლების თანდასწრებით, შედგა შეხვედრა მოსახლეობასა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძეს შორის, რომელმაც გაუწია მათ შუამდგომლობა კერძო კომპანიასთან. ისნის გამგეობის ძალისხმევით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით, კომპანია „თელასი“ ელექტროენერგიის მიწოდებას დღესვე აღადგენს. მოვუწოდებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, პატივი სცეს მოქალაქეების უფლებას- მიიღონ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია და ნუ ეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,-წერია გამგეობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები