ოთარ კახიძე ტელევიზიებში შეჭრას დანაშაულად არ მიიჩნევს

ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ფაბრიკას“ ეთერში ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანიებში შეჭრის თემაზე იკამათეს.

გიორგი გასვიანის კითხვაზე, იყო თუ არა „იბერიაში“ და  „იმედში“  შეჭრა დანაშული, კახიძემ უპასუხა, რომ ეს დანაშაული არ იყო.

„ მე არ ვთვლი რომ ეს იყო დანაშაული, დანაშულის დადგენა ეს არის პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივა . თუმცა ეს არ ყოფილა დანაშული, ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა კახიძემ, რაზეც გიორგი გასვიანმა შემდეგი პასუხი გასცა: „მე არ ვაპირებ ახლა ამაზე ვიკამათო, მედიაში შეჭრა ყოველთვის არის დანაშაული. მე ამას ჩემი პოზიციიდან გეუბნებით, თქვენს ამომრჩეველთან კი თქვენ აგეთ პასუხი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები