“გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2017 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს”

“გერმანიასთან დაკავშირებით პოზიციები დაფიქსირდა, რომელიც ცხადყოფს, რომ თემა საყურადღებოა, თუმცა 2017 წელს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს. ჩვენი პარტნიორები ამასაც ითვალისწინებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმალური რისკები და საფრთხეებიც კი, რომელიც შეიძლება ამ გადაწყვეტილების შეჩერებას დაემუქროს, აღმოფხვრილი იყოს.
„ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმალური რისკები და საფრთხეებიც კი, რომელიც შეიძლება ამ გადაწყვეტილების შეჩერებას დაემუქროს, აღმოფხვრილი იყოს. ამას მთელი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება.
ბევრი ევროპული ქვეყნის მიერ უსაფრთხო ქვეყნად ვართ აღიარებული. ეს ძალიან კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებლებს რამდენიმეთვიანი პერიოდი არ ჰქონდეთ იმისათვის, რომ იმ ქვეყანაში იყვნენ და რიგ შემთხვევაში არაკანონიერ საქმიანობაში ჩაერთონ. ამ საკითხზე მუშაობა გერმანიის ხელისუფლებასთან მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული”, – განაცხადა ხულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემამ Die Welt-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო, შეშფოთებულია. როგორც გამოცემა წერს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის შიგნით და ევროკავშირის დონეზე განიხილავს გარკვეული ზომების ამოქმედების შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები