დავით სუჯაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიურად ვართ ჩართული

დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი უწყება ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. მისივე თქმით, სამინისტროს პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.„ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან. ჩვენი სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ გატარდეს სხვადასხვა სახის პრევენცია.
აქ მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე მოძრაობს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი სამსახურის მიზანია მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რის საფუძველზეც ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ბუნებრივია, რომ მსგავსი ბრიფინგები დამატებითი კითხვების სურვილს იწვევს, თუმცა ამ ფორმატში არ შეგვეძლო დეტალებზე გვესაუბრა. მე კმაყოფილი ვარ დეპუტატების კითხვებით“, – განაცხადა სუჯაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები