უკრაინის მოვლენების გამო კლიჩკომ ქორწილი გადადო
უკრაინელმა ბოქსიორმა ვლადიმერ კლიჩკომ და მისმა საცოლემ მსახიობმა ჰაიდენ პანეტერიმ დანიშნული ქორწილის თარიღი გადადეს, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება. 24 წლის პანეტერის განცხადებით, უკრაინის მოვლენებმა ძალიან იმოქმედა მისი და კლიჩკოს ერთობლივ გეგმებზე, თუმცა ის იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.
38 წლის კლიჩკო გერმანიაში ცხოვრობს და ძველებურად მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშობლოსთან. წყვილი ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდება. ისინი ერთი წლის შემდეგ დაშორდნენ, თუმცა 2013 წლიდან კვლავ აღადგინეს ურთიერთობა.