პრეზიდენტი: ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია (ფოტოკოლაჟი)

„საკანონმდებლო ორგანოს აქტიურად უნდა ჰქონდეს კონსულტაციები ბიზნეს სექტორთან, რადგან არ მოხდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო ტრაგედიები“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა სტუდენტებს, რომლებიც ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდნენ.
~ამასთან, პრეზიდენტმა შრომის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.
“ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია. მხოლოდ მაშინ კი არ უნდა წამოიწიოს წინ ამ საკითხმა, როდესაც იზრდება ლეტალური შემთხვევების რაოდენობა. საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბიზნეს სექტორთან, პროფკავშირებთან და მიღებული ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე უნდა შეიქმნას სწორი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების საკითხში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები